მთავარი გვერდი

სართული 1
სქაი ისნის გარე ხედი
ღამის ხედი

საინვესტიციო კომპანია „ველს მენეჯმენტი“ გთავაზობთ კიდევ ერთ უნიკალურ
პროექტს „სქაი ვაკეს“.
„სქაი ვაკე“ ეს არის 10 სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი,
რომელიც მდებარეობს ქალაქის პრესტიჟულ უბანში - ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე.
საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურით, რომელზეც
ზრუნავს წამყვანი არქიტექტორთა გუნდი. პროექტი სრულად არის მორგებული
მობინადრის კომფორტსა და მოთხოვნებზე.

პროექტის შესახებ
„სქაი ვაკე“ ზრუნავს თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, რაც
მდგომარეობს იმაში, რომ კომპლექსის უკანა ხედი იშლება რეკრეაციულ, გამწვანებულ
ტერიტორიაზე. ხოლო - წინა მხარე დაყოფილია დასასვენებელ და გასართობ ზონებად.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა განიტვირთოთ ქალაქის ხმაურისგან და დატკბეთ
უნიკალური ხედების სივრცით.

პროექტის მშენებლობას უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია “Sky Construction”,
რომელმაც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე თავი დაიმკვიდრა მაღალი ხარისხის
პროდუქციის შექმნით. მათი წარმატებული საქმიანობის მთავარი ფაქტორი სწორი და
ეფექტური მენეჯმენტი, მუდმივი განვითარება და ინოვაციების დანერგვაა.
კომპლექსი შენდება პრემიუმ ხარისხის „მიქსორის“ სამშენებლო ბლოკით, ბეტონის
ჩამოსხმაც ამავე ფირმის ცემენტით ხდება, რადგან „მიქსორი“ ლიდერია ქვეყნის ბეტონის
ბაზარზე. ჩვენი გუნდი კი სამშენებლოდ მხოლოდ საუკეთესო მასალებს იყენებს
მომხმარებლების კმაყოფილებისა და უსაფრთხოებისათვის.

მშენებლობა სრულდება 25 შრიანი, 5 კამერიანი ნატურალური თიხის აგურით, რაც
უზრუნველყოფს წლის ოთხივე სეზონზე სახლის თბოიზოლაციას. მშენებლობაში
გამოყენებულია პირველი ხარისხის, მაღალი დონის უკრაინული წარმოების არმატურა.
„სქაი ვაკის“ ერთ-ერთი მთავრი ხიბლი აივნებია. აივნების მოაჯირები ალუმინისაა,
რომელიც გაფორმებულია ლამაზი, მოჩუქურთმებული დეტალებით. ასევე
მომხმარებლის კომფორტისათვის კომპანია აივნებზე განათავსებს მზისგან დამცავ
ცხაურებს.

სადარბაზოს მოპირკეთება ხდება გრანიტით. სადარბაზოში განთავსებულია ტისენის
ფირმის სამგზავრო ლიფტი.
მიწისქვეშა პარკინგი კიდევ ერთი დამატებითი კომფორტია. არასდროს არ შეგექმენბათ
პრობლემა ავტომანქანა გააჩეროთ თქვენთვის სასურველ ადგილზე.

კომპლექსის წინ განთავსებული ულამაზესი ეზო ქმნის ახალ სოციალურ სივრცეს
თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის.
გახდით „სქაი ვაკის“ მაცხოვრებელი, იცხოვრეთ მშვიდ და წყნარ გარემოში, დატკბით
საოცარი ხედებით, მიიღეთ მაქსიმალური სიამუვნება რეკრეაციული ადგილით და
იგრძენით თავი კომფორტულად.

02

დღეისათვის კომპანია "სქაი დეველოპმენტი" საცხოვრებელი კომპლექსი "სქაი ვაკის" მშენებლობას ახორციელებს.

0
ბინების რაოდენობა

0
კვადრატული საცხოვრებელი ფართი

0
კვადრატული კომერციული ფართი